bad people

tumblr_mt36uf39H81rjq91wo1_500

ადამიანს შეჩვეული დიდი ხნის შემდეგ ყოველი სიმღერა,
ყოველი პატარა ნივთი მის თავს რომ გახსენებს აი ეგ არის საშინელება.
გინდა,რომ გაათრიო შენი ბინძური სულიდან მეორე ბინძური მეხსიერება და ამას გამუდმებით ცდილობ, არაფერი,არაფერი არ გამოდის.
მისი სუნი რომელიც გენატრება.
ხმა,რომელიც დღემდე ჩაგესმის, და ტვინიდან არ გშორდება.
ხანდახან როგორ ვერ ვიტან ასე რომ ხდება,ჩემში სრულ გადატრიალებას ახდენს და ძველ გრძნობებს მაღლა ყრის.
ადამიანები,რომლებიც შესამჩნევ კვალს ტოვებენ შენს ცხოვრებაში არიან bad bad bad bad people.
აღარ ვარგა ტვინი, გრძნობა,აზროვნება.
ვენები,ორგანიზმი,სისხლი.
აღარ ვარგივართ.
“Where are you and I’m so sorry
I cannot sleep I cannot dream tonight”

when we have each other we have everything.*

tumblr_mlltyf2VO91rq7buto1_500
შენ გჭირდება,რომ დამელოდო მე მეტროს რომელიმე გაჩერებაზე, თუნდაც ნახევარი საათით და მერე ბედნიერებისგან დნებოდე.
you need to be loved.
და მეც ასე მხიარული მოვდივარ შენთან, გზაში კი ფეხზე ვერ ვდგავარ, ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ენდორფინები,ღიმილს ვერ ვიცილებ სახიდან, გული ორგაზმს განიცდის და ყველა უჯრედი ორმაგად მუშაობს.
მე მიხარია,I need to be loved.
არ მიცნობ მაგრამ კარგი ადამიანი გგონივარ და მე ეს მომწონს, იმიტომ,რომ ვცდილობ ვიყო.
ალბათ ყველაზე კარგი იქნებოდა,წავსულიყავი შენთან ერთად სადმე,წყნარ ადგილას( რაც ორივესთვის ცოტა არიყოს უჩვეულოა) და გვეცეკვა ბევრი.
ვიცეკვებდით გვიანობამდე და დაღლილები ათას უმსგავსობას განვიხილავდით.
მეტი რომანტიკა ჩვენში არ ჯდება.
მაგრამ სამწუხაროა თუ საბედნიერო არ ვიცი, ჩვენ იმდენად “არ ვარგივართ ” ერთმანეთისთვის,რომ გვეშინია, ურთიერთობის და თავს ვარიდებთ.
ხანდახან სულაც მინდა,რომ ხალხში ვიყოთ და უბრალოდ შემეძლოს შენი ჩახუტება.
როცა შენი სხეული ასე თბილი.
აუ ,რა სიდებილეა ეს ყველაფერი.
U R IN MY VEINS, U FUCK.
მეტი არც არაფერი, მეგობარო . :))

Holy shit,wtf is that?

thinkin

No flowers. No airkisses.
ბოლო წლებია არ მწამს რელიგიის, მივხვდი,რომ სისულელეა, შენი ცხოვრება ვიღაცას მიაჯაჭვო, ზეციურ პიროვნებას,რომელიც აქაურ ტანჯვასა და იქაურ სამოთხეს გპირდება.
ბოლოს რელიგიას იმდენად დავშორდი სიტყვის გაგონებაც კი მეუცნაურებოდა ხოლმე.
ჩემმა მეგობრებმა თავიდან ეს ძნელად გადაიტანეს, რაღაც ნიტო იყო,როცა დაინახეს გოგო,ერთი შეხედვით ნორმალური გარეგნობის, ხასიათებით საზიზღარი ადგა და თქვა,რომ მე არ მწამს თქვენი რელიგიის.

Continue reading Holy shit,wtf is that?

Come as u are*

am

თავხედი გოგო,ასე მიცნობდა ჩემი სამეზობლო, ალბათ იმიტომ,რომ ფეხებზე მეკიდა და ბოლო ხუთი წელია მათთვის გამარჯობა არ მითქვამს. მოსაბეზრებელია,როცა გამარჯობის სათქმელად უკვე მზად ხარ ის კი თვალებში გიყურებს და არც გიღიმის გამარჯობაზე რამე რომ არ ვთქვათ. ასე ვისწავლე ჭკუა და საკუთარი ცხოვრება დავიკიდე ფეხებზე,ამას მოყვა ხალხი,ურთიერთობები,სამშობლო და საბოლოო ჯამში მთელი სამყარო,გალაქტიკა ფეხებზე დავიკიდე. ალბათ მისაღებიც არ ვიყავი მათი ჩაკეტილი აზროვნებისთვის, ბევრჯერ მომისმენია ლანძღვა,როცა შევდივარ აფთიაქში,და  სულაც არ მცხვენია ფარმაცევტს ვთხოვო პაკეტის განსაზღვრული რაოდენობა,მაშინაც კი,როცა გვერდით მამრობითი სქესის წარმომადგენელი მიდგას.

Continue reading Come as u are*

you own me

meee

ოთახის დაორთქლილი ფანჯრებიდან წვიმიანი ქალაქის განათება ბუნდოვნად მოჩანს,მშვიდი სიმღერის ბგერები დაძრწიან ჰაერში და შენს ყურებს სიამოვნებით ეხებიან. მოგწონს,რომ სახლში ფეხშიშველი დადიხარ და მერე,ძილის წინ გადაივლებ წყალს,თბილი სხეულით მოდიხარ და წვები ჩემს გვერდით,გაყინულ საწოლში. იმდენად გიყვარს საკუთარი თავი, რომ შენს ცუდ თვისებებს ვერც კი ამჩნევ, ხშირად არც მე ვიმჩნევ. მიყვარს,შენი შეუმჩნეველი, ლაითი ეჭვიანობები. ისე, შენს გაკეთებულ ჩაის სულ სხვანაირი გემო აქვს. ოთახის დაორთქლილი ფანჯრებიდან წვიმიანი ქალაქის განათება ბუნდოვნად ჩანს,მაგრამ მთელი ღამის განმავლობაში ისმის ქუჩაზე რახარუხით მოსიარულე მანქანების სწრაფად ჩავლის ან პოლიციის ამაზრზენი “წინ არის შუქნიშანი” ხმა, რომელიც შენ ხშირად გაღვიძებს, “ყლე ქალაქია” ამბობ და ძილს იბრუნებ. არ გიყვარს,რომ მე ხშირად ვაქებ ჩვენს ქალაქს, რომელსაც პოვნა ჭირდება,ჩვენ კი ჯერ ვერ გვიპოვნია. ვგიჟდები,ვგიჟდები,როცა მძინარე შენს გაყინულ ხელებს ვგრძნობ ჩემს წელზე. მერე მეხუტები და თბილად გვძინავს. ოთახში კი დაორთქლილი ფანჯრებიდან ნელ – ნელა ქრება ბუნდოვანი განათება, მაგრამ ჩნდება ლურჯი და ცივი დილის სინათლე.

შშშ …

fexucebi

ზამთარიც ისე გავიდა კარგი არაფერი მახსენდება. გაყინული თითები და წითელი ცხვირი, ყოველ საღამოს ერთი ჭიქა,მთელი ღამის სამყოფი დოზა წითელი ღვინო. ჩემს ოთახში წელს უფრო ცივა, დეკემბრის მერე აღარაფერი ხარობს. ჩემი ოთახი ცივი ჰაერით იგუდება. გაიხადე ტანსაცმელი და შენი შიშველი სხეულით წვები გაყინულ საწოლში, მარადიული მცირე მაზოხიზმი, რომელსაც შენ ასე ხშირად ეწევი აღარ არის ისეთი ეფექტიანი . აღარ გვსურს ვიძინოთ და შემდეგ ადრე გავიღვიძოთ, შიშველი ფეხებით ცივ იატაკზე ვიაროთ და სააბაზანოში ნასიამოვნები სახით ვეშვირებოდეთ ცხელ წყალს. შენ ყოველ დილით მიირთმევ ყავას, შაქრის უზომო რაოდენობით,  მერე აღარაფერია განსაკუთრებული. გარეთაც არ თოვს…

GTH

heartst
ჩემთვის არასდროს გითხოვია შველა,ჩემგან განსხვავებით. მე უფრო მოსაბეზრებელი გოგო ვიყავი. სამაგიეროდ,მასწავლიდი,რომ გაბრაზება გამოსავალი არ არის. მე მახსოვს ის ცხელი,ცეკვაში გათენებული ღამეები,როდესაც მობილურიც კი გათიშული მქონდა.ადრე რომ ეკითხათ რისი გეშინიაო, შენი დაკარგვის მეთქი ვეტყოდი, ახლა რომ მკითხონ ვუპასუხებ,რომ უინტერნეტობის უფრო მეშინია.ყველაზე უფრო ნიჭიერი მატყუარა ხარ,რომელმაც დიდი ნერვების შლა მაჩუქა და სამახსოვროდ დამიტოვა. ხანდახან ყველაფერს ფეხებზე ვიკიდებ,იმდენად მინდა შენთან ყოფნა და ვფიქრობ შენს უცნაურ ლაპრაკებზე,რომელიც იშვიათად არის საინტერესო.აღარ მინდა ვიჯდე და ვწერდე ვიღაცაზე, რომელიც დროდადრო უფრო მეტ ტკივილს მჩუქნის და მეც ამას ლაითსეიბერით ვიგერიებდე.